საახალწლო საჩუქრები


ბავშვებო ახალი წელიც ახლოვდება.არ გიფიქრიათ იმაზე,თუ რა უნდა გაუკეთოთ საჩუქრად ოჯახის წევრებს?მე ამაზე ბევრი ვიფიქრე და ჩემი იდეები მინდა თქვენც გაგიზიაროთ.დედასთვის ძალიან კარგი იქნება ერთი საჩუქრის გაკეთება,რომლის ინსტრუქციასაც გაგაცნობთ.აი,რა დაგვჭირდება:

1.პატარა ქილა

2.პლასტმასის და სხვა მასალისგან (გარდა ხის)დამზადებული საახალწლო სათამაშოები

3.კვერცხის ნაჭუჭით

4.ბანტი(სურვილისამებრ)

5.წყალი

6.წებო (ან სილიკონი ან “მომენტი” წებო)

ქილის თავსახურზე, ან ფსკერზე დავასხათ წებო და დავაწებოთ სათამაშო(მაგ. თოვლის პაპა).დაელოდეთ წებოს გაშრობას.ქილაში ჩავასხათ წყალი და შიგ ჩავყაროთ კვერცხის დაფშვნილი ნაჭუჭები.კვერცხის ნაჭუჭი უნდა შევინახოთ 1 დღის განმავლობაში.ის უნდა იყოს გარეცხილი და გამხმარი.კვერცხის ნაჭუჭი ფიფქის ფუნქციას შეასრულებს.ახლა კი,დავახუროთ თავსახური ქილას და თავსახურს შემოვახვიოთ ბანტი.როცა ქილას გადმოვატრიალებთ ფიფქები გადმოცვივდება.ჩვენ გავაკეთეთ საკუთარი საახალწლო სუვენირი.

მამას შეგიძლიათ აჩუქოთ ბარაქის მომტანი სუვენირი.დაგვჭირდება საშუალო ზომის ქილა და ბრინჯი,წიწიბურა,ლობიო და ა.შ.ქილას დააწერეთ მარკერით ან მამის სახელი,ან უბრალოდ მამა,ან გილოცავ ახალ წელს.ნაწერზე გადაუსვი გამჭვირვალე ფრჩხილის ლაქი და დაელოდე მის გაშრობას.ქილაში ჩაყარე მარცვლეული და მას დაახურე თავსახური.ძალიან ადვილი გასაკეთებელია,მაგრამ დამიჯერეთ ხვავს და ბარაქას ოჯახში არ მოგაკლებთ.🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s